მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე „ჯვაროსნების“ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა, რომელიც თურქეთთან წინა შეხვედრაში გააძევეს და დისკვალიფიცირებულია:
"გარკვეული ცვლილებები იქნება, რადგან ბულგარეთი თურქეთისგან განსხვავებული გუნდია. მითუმეტეს, მოკლე დროში მეორე მატჩი გვაქვს. თამაში ახლა უფრო ორგანიზებულად უნდა დავიწყოთ.
მადლობა მსაჯებს, რომ ტრიბუნიდან მატჩს უფასოდ ვუყურებ. ცუდი ისაა, რომ თამაშამდე ფეხბურთელებთან მეტი საუბარი მომიწევს, რადგან უშუალოდ შეხვედრაში მათ ვერ დაველაპარაკები.
ბულგარეთს 3 წლის წინ შევხვდით. ორივე თამაში კარგი გამოდგა, შედეგის მიუხედავად მეორე მატჩში კარგად ვითამაშეთ. ახლა ბულგარეთის ნაკრები უფრო ორგანიზებული გუნდია და მათთან დაპირისპირება დიდი გამოწვევაა. მთავარი საფრთხე არა კონკრეტული ფეხბურთელებიდან, არამედ ბულგარელთა თამაშის სტილით, მაღალი პრესინგითა და კარგად სტრუქტურირებულად თამაშიდან ველით... წაიკითხეთ ვრცლად