ავტორი:

"ოცნება" სააკაშვილს უკრაინაში გააძევებს?! - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი

"ოცნება" სააკაშვილს უკრაინაში გააძევებს?! - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი

მიხეილ ყაველაშვილმა პარტია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. როგორც ყაველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, „მიუხედავად სხვადასხვა გარემოებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება“. ეს ნაბიჯი ოპოზიციურ ველზე უკვე იწვევს კითხვებს: იყო ეს მხოლოდ კონკურენტული არჩევნების გარანტიისთვის მიღებული გადაწყვეტილება თუ უფრო ფართო პოლიტიკური გათვლის ნაწილი? რამდენად იმოქმედებს შეწყალება „ლელოს“ მომავალზე და რა გზავნილს ატარებს ეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობაში, ამის გარკვევას ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძესთან საუბრისას შევეცადეთ.

- სხვა პოლიტიკური ლიდერების შეწყალებსაც უნდა ველოდოთ?

- ალბათ, უფრო არჩევნების შემდეგ, როდესაც ვითარება მეტ-ნაკლებად დასტაბილურდება, სხვა პოლიტპატიმრების ეტაპობრივად გამოშვებასაც დაიწყებენ და არა მარტო პოლიტიკური ფიგურების. ვფიქრობ, იმ აქტივისტების გამოშვებასაც დაიწყებენ, რომლებსაც ახლა ორ-ორ და სამ-სამ წელიწადს ურიგებს ქართული სასამართლო. გამორიცხული არ არის, რომ სააკაშვილის საკითხიც დადგეს, შეიძლება შეწყალება არა, მაგრამ უკრაინაში მისი ექსტრადირების საკითხმა წამოიწიოს. მიზანი ერთია - ოპოზიციური ფლანგის დისკრედიტაცია.

- როგორ გგონიათ, აჰყვება ხელისუფლების ამ თამაშს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს?

- ყველაფერი ქართული საზოგადოების პოლიტიკურ სიმწიფეზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია და არჩევნებში არ მონაწილეობს, ხელისუფლებას ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი ორგანიზებულად მივიდეს საარჩევნო ყუთთან, ხოლო არჩევნების შემდეგ ასე ორგანიზებულად საპროტესტო აქციაზე დადგეს... წაიკითხეთ ვრცლად