საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას ბულგარეთთან მართავს. მატჩი მატჩი თბილისში, "დინამო" არენაზე 17:00 საათზე დაიწყო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი დღევანდელ შეხვედრაზე ხვიჩა კვარაცხელიაა, გურამ კაშია თამაშს თვალყურს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებს.

მატჩი საკმაოდ დაძაბულად დაიწყო. ორივე მეტოქე გუნდი ერთმანეთის წინააღმდეგ ხშირ პრესინგს მიმართავდა, თუმცა პირველი ტაიმის 30-ე წუთზე კაპიტანმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში გახსნა და საქართველოს ეროვნული ნაკრები 1:0 დაწინაურდა.

40-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა ახალწვეულმა ნიკა გაგნიძემ. შედეგად პირველი ტაიმი საქართველოს სასარგებლოდ, 2:0 დასრულდა.
ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით ძირითად შემადგენლობაში არიან:
მამარდაშვილი, აზაროვი, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, გაგნიძე, კვარაცხელია, დავითაშვილი, მიქაუტაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა თურქეთთან ჩაატარა და დამარცხდა.
ჯამში 6 -ტურიან საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის წინააღმდეგ თამაშობს. ჯგუფში პირველადგილოსანი გუნდი კანადაში, მექსიკასა და აშშ-ში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს. მეორეადგილოსანი კი მუნდიალისთვის ბრძოლას პლეი ოფის ეტაპზე გააგრძელებს.
ფოტო: ვანო გორგიშვილი
იხილეთ ასევე: