“ჩემს პარტნიორთან მომივიდა კონფლიქტი, მისი უღირსი საქციელის გამო - გაწევ-გამოწევის დროს, მისმა მეგობარმა, თუ დაცვის თანამშრომელმა რაღაც გაფორმებული იარაღით, ჰაერში გაისროლა,“ - ამის შესახებ ლაშა ბასლანძემ გუშინ, რესტორან „ქვევრში“ მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
„ჩემს პარტნიორთან მომივიდა კონფლიქტი, მისი უღირსი საქციელის გამო. შეურაცხყოფა მივაყენე... დაზიანებამდე საქმე არ მისულა. გაწევ-გამოწევის დროს მისმა მეგობარმა, თუ დაცვის თანამშრომელმა, რაღაც გაფორმებული იარაღით, ჰაერში გაისროლა. რესტორნის თანამშრომლებმა იარაღი წაართვეს და პოლიციას გადასცეს. ეს არის მთელი ამბავი. მე პრეტენზია არ მაქვს - პოლიცია თუ პასუხს მოსთხოვს ჰაერში სროლაზე, ეს მათი საქმეა“, - აცხადებს ლაშა ბასლანძე „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბრისას.
„ქვევრის“ მფლობელის, შალვა ტიბუას ადვოკატის, თამარ აბესაძის ინფორმაციით, ლაშა ბასლანძე, როგორც მეიჯარე არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც მფლობელმა მას ხელშეკრულება შეუწყვიტა, აღნიშნულმა ფაქტმა კი ლაშა ბასლანძე გაანაწყენა და რესტორანში მეპატრონეს თავს დაესხა.
იხილეთ ასევე: