ევრობასკეტის მერვედფინალში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები 80:70 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად ითამაშებს!
საფრანგეთის ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 1 წაგება ჰქონდა და ამ შეხვედრის ფავორიტადაც ითვლებოდა, თუმცა ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდის ბრძოლისუნარიანობისა და გუნდური თამაშის წყალობით, სახელოვან მეტოქეს ვაჯობეთ.
მეორე ტაიმში თორნიკე შენგელიამ არაერთი მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მძიმე მატჩის შემდეგ, კაპიტანმა ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო და შესანიშნავად ითამაშა. უნდა აღინიშნოს ბექა ბურჯანაძის მნიშვნელოვანი ტყორცნებიც, რომლის საშუალებითაც მესამე მეოთხედში წინ გავედით.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელია გახდა.
საქართველოს ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალში ფინეთის ნაკრებს შეხვდება.