ავტორი:

“რუსეთი უფრო მეტად დაინტერესებულია თავდასხმების გაძლიერებით, ვიდრე მოლაპარაკებებით“ - ჯორჯია მელონი

“რუსეთი უფრო მეტად დაინტერესებულია თავდასხმების გაძლიერებით, ვიდრე მოლაპარაკებებით“ - ჯორჯია მელონი

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, რუსეთი არ აჩვენებს მზადყოფნას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება სურს.

„როგორც ჩანს, რუსეთი უფრო მეტად დაინტერესებულია უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების სისასტიკის გაზრდით, ვიდრე სამხედრო მოქმედებების დასრულების შესახებ მოლაპარაკებებით“, - აღნიშნულია იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინას 800-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები და დაშავებულები. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქ კიევში მთავრობის შენობაც დაზიანდა.