მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში, E ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, ესპანეთმა გასვლაზე თურქეთს 0:6 მოუგო.
ესპანელთა მიერ გატანილი ყველა გოლი საფეხბურთო ხელოვნების ნიმუში გახლდათ. ჰეთ-თრიკი მიითვალა მიკელ მერინომ, დუბლი - პედრიმ. არ გაუტანია ლამინ იამალს, თუმცა სასწაულად ითამაშა და დიდებული სოლორეიდის შემდეგ რომ შეეგდო, დაახლოებით ისეთივე შედევრს გვაჩუქებდა, როგორიც თავის დროზე დიეგო მარადონამ და ლიონელ მესიმ გვაჩუქეს
ესპანეთი 6 ქულით ლიდერია, საქართველოს და თურქეთს 3-3 ქულა აქვთ, მაგრამ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით ჩვენი გუნდი მეორე ადგილზეა. ბულგარეთი უქულოდაა.
11 ოქტომბერს ესპანეთი საქართველოს უმასპინძლებს, ხოლო თურქეთი ბულგარეთს ესტუმრება.
იხილეთ ასევე: