მსახიობისა და ტელეწამყვანის, დუტა სხირტლაძის ქალიშვილი ნინი დაქორწინდა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ულამაზესი ფოტოებიდან ჩანს, წყვილმა არჩევანი ორიგინალურ და ძალიან ფერად ცერემონიაზე გააკეთა. ქორწილი დუტასა და მისი მეუღლის, მხატვარ მარინა ნაცვლიშვილის მცხეთის საოცარ აგარაკზე გაიმართა, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენდა ამ დღესასწაულს.



არასტანდარტული იყო არა მხოლოდ გარემო, არამედ გაფორმებაც და დესერტებიც - თითოეული დეტალი ფერადი და ხალისიანი განწყობით იყო გაჯერებული. წყვილმა საქორწინო ცერემონიამდე ჯვარი დაიწერა.


დუტას და მარინას ორი საერთო შვილი, ლუკა და ნინი სხირტლაძეები ჰყავთ, რომლებიც მშობლების მსგავსად ხელოვნების სფეროთი არიან დაინტერესებულები. საინტერესოა, რომ დუტას პირველი ქორწინებიდან უფროსი ქალიშვილი, მარიამი, გერმანიაში ცხოვრობს და მამის გზას აგრძელებს - ისიც მსახიობია.



