ავტორი:

ავსტრალიელი "მზარეულის" საქმე: ქალმა დედამთილ-მამამთილი და კიდევ ერთი ნათესავი შხამიანი სოკოთი მომზადებული კერძით სასიკვდილოდ მოწამლა

ავსტრალიელი "მზარეულის" საქმე: ქალმა დედამთილ-მამამთილი და კიდევ ერთი ნათესავი შხამიანი სოკოთი მომზადებული კერძით სასიკვდილოდ მოწამლა

ავსტრალიელ ერინ პატერსონს, რომელმაც სამი ნათესავი შხამიანი სოკოთი მოწამლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა პატერსონი დამნაშავედ ცნეს ქმრის მშობლების, დონ და გეილ პატერსონების და გეილის დის, ჰეზერ უილკინსონის მკვლელობაში. მან მეუღლის მოწამვლაც სცადა, თუმცა იან უილკინსონის, თუმცა მამაკაცი სიკვდილს გადაურჩა.

ვიქტორიის შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ კრისტოფერ ბილმა დაადგინა, რომ სამი ნათესავის მკვლელობისთვის ერინ პატერსონი სიცოცხლის დარჩენილ ნაწილს მაქსიმალური უსაფრთხოების ციხეში გაატარებს და პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნის უფლება 2056 წლამდე არ ექნება.

  • დანაშაული 2023 წელს მოხდა, ერინ პატერსონმა, რომელიც ქმართან განშორების პროცესში იყო, ნათესავები ვახშამზე დაპატიჟა და განაცხადა, რომ ურთიერთობის განხილვა სურდა. ვახშამზე მან სტუმრებს სოკოს სოუსში მომზადებული საქონლის ხორცი მიართვა. სასამართლო პროცესის დროს გაირკვა, რომ პატერსონმა, ქმრის მოწამვლა სამჯერ სცადა. ერთ-ერთი მცდელობის შემდეგ ის კომაშიც კი ჩავარდა.

როგორც BBC-ის კორესპონდენტი იუწყება, განაჩენის გამოტანის დროს, პატერსონი მოსამართლეს უემოციოდ უსმენდა და თვალდახუჭული იჯდა.

მოსამართლის განცხადებით, ის დღეში 22 საათს სამარტოო საკანში ატარებს. საჭმელს კი კარში არსებული ფანჯრიდან აწვდიან. სუფთა ჰაერისთვის პატარა ეზო აქვს, სადაც ლითონის ბადის მეშვეობით მეზობელი საკნის პატიმრებთან საუბარი შეუძლია.