ავტორი:

მთავრობა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს პრემიის სახით 3 მლნ ლარს გადასცემს - ამდენივე ლარი გამოიყოფა ყოველი მომდევნო მოგებული თამაშისთვისაც

მთავრობა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს პრემიის სახით 3 მლნ ლარს გადასცემს - ამდენივე ლარი გამოიყოფა ყოველი მომდევნო მოგებული თამაშისთვისაც

ევრობასკეტზე მიღწეული გამარჯვებისთვის, მთავრობა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს პრემიის სახით 3 მილიონ ლარის გადასცემს - 3 მილიონი ლარი გამოიყოფა ყოველი მომდევნო მოგებული თამაშისთვისაც.

„გამომდინარე იქიდან, რომ კალათბურთში გვაქვს ისტორიული შედეგი, მინდა ეს შედეგი აღვნიშნოთ მთავრობის მხრიდან შესაბამისი ფულადი პრემიითაც. ვფიქრობთ, რომ 3 მილიონი ლარი გამოიყოს უკვე მიღწეული წარმატებისთვის და ყოველი მომდევნო მოგებული თამაშისთვის ევრობასკეტზე, ევროპის ჩემპიონატზე, ასევე, დავაწესებთ 3 მილიონ ლარს“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გუშინ, ევრობასკეტის მერვედფინალში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა რიგაში მიმდინარე შეხვედრაში საფრანგეთი დაამარცხა. ამრიგად საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევრობასკეტის მეოთხედფინალში ითამაშებს.

იხილეთ ასევე: