ავტორი:

მამა, რომელიც 3 მცირეწლოვანთან ერთად, 4 წლის განმავლობაში იძებნებოდა, მაღაზიის ძარცვის მცდელობისას მოკლეს - ტრაგედია ახალ ზელანდიაში

მამა, რომელიც 3 მცირეწლოვანთან ერთად, 4 წლის განმავლობაში იძებნებოდა, მაღაზიის ძარცვის მცდელობისას მოკლეს - ტრაგედია ახალ ზელანდიაში

ახალ ზელანდიაში, მამა, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, იძებნებოდა, ორშაბათს, სასურსათო მაღაზიაში მომხდარი ძარცვის მცდელობისას, პოლიციასთან დაპირისპირებისას მოკლეს - ბავშვები სამართალდამცველებმა იპოვეს.

ტომ ფილიპსი ვაიკატოს უდაბნოში 2021 წელს, შვილებთან - 9 წლის ემბერთან, 10 წლის მავერიკთან და 12 წლის ჯეიდასთან ერთად გაუჩინარდა. მამამ შვილები სახლიდან დედის დაუკითხავად წაიყვანა. ბოლოს ისინი 2024 წლის ოქტომბერში, მონადირეების ჯგუფმა შენიშნა.

ორშაბათს, გამთენიისას, პიოპიოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მაღაზიაში პოლიციამ ქურდობის შესახებ შეტყობინება მიიღო. თავდაპირველად, ფილიპსმა მოტოციკლით გაქცევა მოახერხა. მოგვიანებით, მოტრიალდა და ცეცხლი გახსნა. ოფიცრებმა რეაგირება მოასწრეს და დამნაშავე ადგილზე მოკლეს.

საბედნიეროდ, პოლიციამ მოახერხა ბავშვების პოვნა.

"მათ გრძელი და რთული გზა გაიარეს... გთხოვთ, პატივი სცეთ ოჯახის პირად სივრცეს", - განაცხადა ბავშვების დედამ.

ახალი ზელანდიის მთავრობამ ფილიპსის ადგილმდებარეობის გასაჯაროებისთვის ჯილდო რამდენჯერმე დააწესა. თუმცა, სამძებრო სამუშაოებს ვაიკატოს ლანდშაფტი, ხშირი ტყე და სასოფლო-სამეურნეო მიწები ართულებდა. წყარო