იერუსალიმში სროლის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა, აქედან 7 მძიმე მდგომარეობაშია. თავდასხმა ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ გარეუბანში მდებარე დასახლება რამოტ ჯანქშენზე მოხდა.
ისრაელის „მე-12 არხის" ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ავტობუსში ავიდნენ და ცეცხლი გახსნეს. შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან მომხდარზე განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. პოლიციის ცნობით, „ორივე ტერორისტი განეიტრალდა“.
ადგილზე იმყოფებოდნენ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი.



