ავტორი:

როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდები საქართველოში - “ზოგან შესაძლებელია სეტყვა“

როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდები საქართველოში - “ზოგან შესაძლებელია სეტყვა“

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, 9 სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე, კვლავ დროგამოშვებით წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვაც.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).