Coldplay-ის კონცერტზე გადაღებული კრისტინ კებოტი, ქმარს ეყრება: "ის ცოლად არ გამოდგება“
კრისტინ კებოტმა, რომელიც Coldplay-ის კონცერტზე "kiss cam“-ის ინციდენტში მონაწილეობდა, სასამართლოს განქორწინებაზე სარჩელით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმირებული წყაროები ავრცელებენ.
მედიის ცნობით, კრისტინ კებოტი, რომელიც "ასტრონომერის“ ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ ენდი ბაირონთან ერთად გადაიღეს, ქმარს, ენდრიუ კებოტს, ოფიციალურად ეყრება.

52 წლის კებოტმა სარჩელი განქორწინების თაობაზე სკანდალიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ შეიტანა. თუმცა, წყვილის ურთიერთობა მანამდეც მოშლილი იყო. ამის შესახებ ენდრიუს ყოფილი ცოლი, ჯულია კებოტი The Daily Mail-თან საუბრობს და აღნიშნავს, რომ ენდრიუ გაცილებით მშვიდად შეხვდა ამ ამბავს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
"იმ ამბის შემდეგ ენდრიუს მივწერე და მიპასუხა, მისი ცხოვრება ჩემთან არ არის დაკავშირებული, თითქმის უკვე განქორწინების პროცესშივართო“, -ამბობს ჯულია კებოტი.
ჯულიას თქმით, ენდრიუ არც თუ ისე "კარგი ქმარი“ იყო და დასძენს, არც კრისტინი აღმოჩნდა სამაგალითო ცოლიო..."

დოკუმენტების თანახმად, კრისტინმა განქორწინების საბუთები ნიუ-ჰემფშირის შტატის ქალაქ პორტსმუთში, 13 აგვისტოს შეიტანა. ეს ენდრიუ კებოტისთვის, რომელიც ოჯახური კომპანია Privateer Rum-ის აღმასრულებელი დირექტორია და "ბოსტონური ბრამინების“ ოჯახიდანაა, უკვე მესამე განქორწინება იქნება, ხოლო კრისტინისთვის - მეორე.
ჯულიას, 63 წლის იოგას ინსტრუქტორის თქმით, მისი ყოფილი ქმარი უხეში და ამპარტავანი ადამიანი იყო, და რაც მოხდა, "დაიმსახურა“.

რა ხდება ენდი ბაირონთან და მის ცოლთან?
"Kiss cam“-ის სკანდალის შემდეგ, ენდი ბაირონის ცოლმა, მეგან კერიგანმა, მეუღლის გვარი სოციალური მედიის ანგარიშებიდან გააქრო და ქალიშვილობის გვარზე, კერიგანზე, დაბრუნდა. მან ასევე წაშალა ყველა ოჯახური ფოტო, რომელზეც ენდი იყო აღბჭდილი.
სავარაუდოდ, განქორწინებაზე სარჩელი მეგანმაც შეიტანა, თუმცა ეს ოფიციალურად არ დასტურდება.
წაიკითხეთ ასევე: