ავტორი:

დაპირისპირება "ქვევრში" - ვის ეკუთვნის ცნობილი რესტორანი?

დაპირისპირება "ქვევრში" - ვის ეკუთვნის ცნობილი რესტორანი?

რესტორან "ქვევრში“ 6 სექტემბერს დაპირისპირება მოხდა. ადგილზე იყო სროლაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

"ქვევრის“ მფლობელის, შალვა ტიბუას ადვოკატის, თამარ აბესაძის ინფორმაციით, ლაშა ბასლანძე, როგორც მეიჯარე არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც მფლობელმა მას ხელშეკრულება შეუწყვიტა, აღნიშნულმა ფაქტმა კი ლაშა ბასლანძე გაანაწყენა და რესტორანში მეპატრონეს თავს დაესხა.

როგორც რეესტრში ასახული მონაცემებიდან ირკვევა, რესტორნის ტერიტორია შპს "დს ჯგუფს“ ეკუთვნის, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც შალვა ტიბუაა. სწორედ ამ კომპანიისგან ჰქონდა ობიექტი იჯარით აღებული ლაშა ბასლანძეს.

  • ვის ეკუთვნის და რა ვიცით რესტორან "ქვევრზე“

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტიბუას ადვოკატი თქმით, ლაშა ბასლანძე საიჯარო ხელშეკრულების პირობებს არ ასრულებდა, რის გამოც ტიბუამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. სწორედ აღნიშნულს მოყვა დაპირისპირება.

მეტიც, როგორც შალვა ტიბუას ადვოკატი ზურა მამულაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ობიექტზე ამჟამად შესულია ახალი მოიჯარე შპს "მონო ჯგუფი“.

"ეს უძრავი ქონება მთლიანად ტიბუას საკუთრებაშია და სხვადასხვა დროს სხვადასხვა მეიჯარე ჰყავდა რესტორანს. თავდაპირველად სარესტორნე ბიზნესს ლაშა ბასლანძე და მისი მამობილი ზურაბ მერებაშვილი, ფაქტობრივად, ერთად უძღვებოდნენ. თავიდან ბევრი მოიჯარე იყო, შემდეგ კი გადაწყვიტეს, რომ ერთად გაეკეთებინათ კომპანია მერებაშვილს და ტიბუას.. მოგვიანებით კი ლაშა ბასლანძემ დამოუკიდებლად გააგრძელა მუშაობა... გააგრძელეთ კითხვა