ავტორი:

გარღვევა ბიოტექნოლოგიაში - ადამიანებს გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელებს გადაუნერგავენ: კლინიკური კვლევები დამტკიცდა

გარღვევა ბიოტექნოლოგიაში - ადამიანებს გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელებს გადაუნერგავენ: კლინიკური კვლევები დამტკიცდა

მეცნიერები აგრძელებენ კვლევას, თუ რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს ღორის ორგანოების ფუნქციონირება ადამიანებში და უკვე მზად არიან შემდეგი ნაბიჯისთვის: უფრო ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევებისთვის.

ერთ-ერთი ბიოტექნოლოგიური კომპანია eGenesis- გენმოდიფიცირებულ ღორებს ზრდის, რათა მათი ორგანოები ადამიანებში გადანერგვისთვის თავსებადი იყოს. მათი განცხადებით აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ გასცა უფლება, რომ ღორის თირკმელები ადამიანებში გადაენერგათ - შესაბამისად, ძალიან მალე ადამიანებზე კვლევა დაიწყება.

"ეს ძალიან ოპტიმისტური დროა“, - განაცხადა ამერიკის თირკმლის ასოციაციის პოლიტიკისა და გლობალური ურთიერთობების თავმჯდომარე პოლ კონვეიმ. ეს ორგანიზაცია თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტების ადვოკატირების უდიდესი ჯგუფია ქვეყანაში.

  • უფრო დეტალურად...

eGenesis-ის მიერ გაზრდილი ღორები გენმოდიფიცირებულია, რათა მათი ორგანოები უფრო თავსებადი იყოს ადამიანის ორგანოებთან.

პროცესის გასაღები არის CRISPR-ის სახელით ცნობილი პროცედურა - ისინი ღორის გენომში აფერხებენ ნახშირწყლების გამომუშავებას, რომელიც ცნობილია როგორც ალფა-გალი. შედეგად, ღორის ორგანო ადამიანის ორგანიზმთან ბევრად ადაპტირებადი ხდება.

შეერთებულ შტატებში უკვე ჩატარდა რამდენიმე მსგავსი პროცედურა - პაციენტებს ღორის თირკმელი და გული უკვე გადაუნერგეს. ორივე შემთხვევაში, გადანერგვა სპეციალური წესების დაცვით მოხდა.

  • მასაჩუსეტსის ზოგადი საავადმყოფოს ექიმებმა ღორის თირკმელი მესამე პაციენტსაც გადაუნერგეს.

ბილ სტიუარტს პროცედურა 14 ივნისს ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ ის შინ მალევე დაბრუნდა და უფრო მეტიც, სამსახურშიც კი გააგრძელა მუშაობა.

აშშ-ში 100 000-ზე მეტი ადამიანი ორგანოების დონაციას ელოდება და სიაში შესულთა 86%-ს თირკმელი სჭირდება.

უმეტეს ცენტრებში თირკმლის ლოდინის საშუალო დრო სამიდან ხუთ წლამდეა.

წყარო

იხილეთ ასევე: