ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კოსმოსური ფრენები ზოგიერთი ადამიანის ღეროვანი უჯრედების დაბერებას აჩქარებს.
ღეროვანი უჯრედები გვხვდება მთელ სხეულში. მათ შეუძლიათ ახალი უჯრედების წარმოქმნა ან სხვა სპეციალიზებულ უჯრედებად - მათ შორის სისხლის, ტვინის ან ძვლის უჯრედებად გარდაქმნა, მათი შენარჩუნებისა და აღდგენისთვის.
„კოსმოსში ღეროვანი უჯრედები ნაკლებად ფუნქციონალურია. მათ უქვეითდებათ რეგენერაციის უნარი და მნიშვნელოვანია ეს იცოდეთ ხანგრძლივ კოსმოსურ მისიებში წასვლის წინ,“ – განაცხადა სანფორდის ღეროვანი უჯრედების ინსტიტუტის დირექტორმა კატრიონა ჯემისონმა, რომელიც კვლევის ავტორია.
„ეს არის პირველი კვლევა, რომელიც შეისწავლის ღეროვანი უჯრედების ქცევას კოსმოსში, დედამიწის დაბალ ორბიტაზე“, - დასძინა ჯემისონმა.
ღეროვანი უჯრედების შესასწავლად ღია კოსმოსში, მკვლევრებმა შექმნეს მობილური ტელეფონის ზომის მოწყობილობა - ბიორეაქტორი, რომელიც მოიცავს ხელოვნური ინტელექტით მომუშავე მონიტორინგის ინსტრუმენტებს.
„ჩვენი ღეროვანი უჯრედები სრულად ფუნქციონირების შესანარჩუნებლად დროის 80 პროცენტის განმავლობაში უმოქმედო (არააქტიური) მდგომარეობაში უნდა იყვნენ. თუმცა, კოსმოსში ყველაფერი სხვაგვარად იყო: ღეროვანმა უჯრედებმა გაიღვიძეს და აღარ დაიძინეს, რის გამოც მათი ფუნქცია მალე ამოიწურა.
თუ ჩვენი ღეროვანი უჯრედები სტრესის გამო ამოიწურება, მაგალითად, მიკროგრავიტაციის დროს, ისინი ვერ შეძლებენ ფუნქციონირებას და სრულფასოვანი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას“, - განაცხადეს კვლევის ავტორებმა.
იხილეთ ასევე: