“თუფაქ შაკურის მკვლელობა რეპერმა პ. დიდიმ (შონ კომბს დიდი) შეუკვეთა“, - ამის შესახებ USA Today სავარაუდო მკვლელის, დუეინ დევისის ჩვენებაზე დაყრდნობით წერს.
ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, შონ კომბსმა შაკურის მკვლელობისთვის მას 1 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო შესთავაზა.
როგორც გამოცემა წერს, თავად შონ კომბსმა არაერთხელ დაიკვეხნა მკვლელობის შეკვეთით და იმ დაქირავებული მანქანის დაფინანსებით, საიდანაც 2 pac-ს ესროლეს.
თუმცა კომბსი საჯაროდ უარყოფს მის რაიმენაირ კავშირს აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით.
დუეინ დევისს შაკურის მკვლელობაში ბრალი 2023 წელს წაუყენეს. მან იმავე წელს თავის ჩვენებაში დაადასტურა, რომ შაკურისა და ნაითის მკვლელობების ორგანიზებაში შონ კომბსი მონაწილეობდა.
“შესაძლოა, კომბსმა გადაიხადა სროლის დროს გამოყენებული და დაქირავებული Cadillac-ის საფასური,“ - წერს გამოცემა.
იხილეთ ასევე: