ავტორი:

რატომ მიირთმევენ ადამიანები უფრო და უფრო მეტ შაქარს? - კვლევამ გასაოცარი მიზეზი აღმოაჩინა

რატომ მიირთმევენ ადამიანები უფრო და უფრო მეტ შაქარს? - კვლევამ გასაოცარი მიზეზი აღმოაჩინა

ნაყინი, გაყინული დესერტები და ცივი, გაზიანი სასმელები ხალხისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი ხდება ზაფხულის ცხელ დღეებში. კლიმატის ცვლილების გამო იზრდება ტემპერატურაც, შედეგად კი საზოგადოება უფრო და უფრო მეტ ცივ და ტკბილ საკვებს ან სასმელს მიირთმევს, რაც ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

“არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ კლიმატის ცვლილებასთან ერთად შეიცვლება საჭმლის ხელმისაწვდომობა და ხარისხი, რაც გამოიწვევს საკვების ნაკლებობას, ფასების ზრდას. ასევე გავლენას მოახდენს კვებით ღირებულებაზე", - აცხადებს კარდიფის უნივერსიტეტის გარემოს დაცვის მეცნიერებისა და მდგრადობის მკვლევარი, პროფესორი პან ჰი.

  • თუმცა ნაკლებად ექცევა ყურადღება იმას, თუ რას ვირჩევთ საკვებად და სასმელად.

მკვლევრებმა 2004-დან 2019 წლამდე აშშ-ის საოჯახო საკვები კალათის შემადგენლობა გააანალიზეს. შემდეგ შეადარეს შესყიდული საკვები პროდუქტის სპეციფიკა რეგიონული ამინდის მონაცემებთან, ტემპერატურასა და ტენიანობასთან.

Nature Climate Change-ის სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ანალიზმა ცხადყო, რომ როდესაც ტემპერატურა იზრდებოდა, ხალხი მეტ შაქარს იღებდა. ეს ძირითადად გაზიანი სასმელები და წვენები იყო.

დაახლოებით ყოველი 5 გრადუსი ცელსიუსით მომატებულ ტემპერატურაზე, ამერიკულ ოჯახებში შაქრის მიღება თითო ადამიანზე 0.7 გრამით იზრდებოდა.

  • როგორც კვლევამ აჩვენა, ცხელი ამინდის გამო ორგანიზმი მეტ წყალს კარგავს, რის გამოც ხალხს გაგრილება სწყურია. მათი არჩევანი ყველაზე ხშირად ცივ გაზიან სასმელებზე, ნაყინზე და ან ისეთ პროდუქციაზე ჩერდება, რომელიც შაქარს შეიცავს.
  • კვლევის მიხედვით, გავლენა უფრო იგრძნობა დაბალი შემოსავლისა და განათლების მქონე ოჯახებში - მათ ისედაც აქვთ მაღალი შაქრის მოხმარების ტენდენცია, რადგან ასეთი საკვები უფრო იაფი და ხელმისაწვდომია.

კვლევა პროგნოზირებს, რომ ქვეყნის გარშემო შაქრის მოხმარება 2095 წლისთვის შესაძლოა დღეში 3 გრამით გაიზარდოს.

The American Heart Association-ი ხალხს დანამატი შაქრების ოდენობის შეზღუდვას ურჩევს.

წყარო

თარგმნა საბა ჩიტიაშვილმა

იხილეთ ასევე: