ბრიტანელი კონსტრუქტორები სარაკეტო ძრავის გამოცდას აპირებენ, რომელიც მათ მიერ აწყობილ ახალ სუპერავტომობილს რეკორდული -1600 კმ/სთ სიჩქარის განვითარების საშუალებას მისცემს.
ავტომომობილ "Bloodhound SSC"-ს ხმელეთზე 400კმ/სთ სიჩქარის განვითარება უკვე შეუძლია. ახლა კი ის ამ რეკორდს მნიშვნელოვნად გაზრდის.
სუპერმანქანაში ჩამონტაჟებული ჰიბრიდული ძრავა-ფალკონი, უმსხვილესი სარაკეტო ძრავა იქნება.
სარაკეტო ძრავის გარდა, ავტომობილში საავიაციო და ბენზინის ძრავებსაც ჩაამონტაჟებენ, რომლებსაც "ფორმულა 1"-ის მანქანებისთვის უკვე დიდი ხანია იყენებენ.
ბრიტანელი კონსტრუქტორები დარწმუნებულები არიან, რომ ამ სამი ძრავის დახმარებით ახალი სახმელეთო რეკორდის დამყარებას შეძლებენ. ისინი ამ მანქანის მოდელზე ბოლო სამი წელია მუშაობენ.
მანქანის საბურავებს ალუმინის შენადუღისგან დაამზადებენ. ისინი წუთში 10 000 ბრუნს განახორციელებენ.
სუპერავტომობილის გამოსაცდელად რამდენიმე პოლიგონი შეარჩიეს. შემდეგ სუპერმანქანას სამხრეთ აფრიკაშიც გამოცდიან.
სუპერმანქანის შექმნის მიზანი არა მხოლოდ ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარებაა. იდეის ავტორებს სურთ, ახალგაზრდებს მეცნიერების მიმართ ინტერესი გაუღვივონ.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.