ავტორი:

მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “რუსებო, რუსებო!”

მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “რუსებო, რუსებო!”

მოქალაქეები, რომლებიც “ფილარმონიასთან” იყვნენ შეკრებილები, მსვლელობით "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მივიდნენ.

პროტესტის მონაწილეებმა შტაბთან განლაგებული რკინის ჯებირები დააშალეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “რუსებო, რუსებო!”

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა შტაბის შიგნიდან “ქართული ოცნების” მხარდამჭერები შეამჩნიეს.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ გარეთ გამოსვლისკენ.