"ერთ ჯერზე იმდენი წვიმა მოდის, რამდენიც შეიძლება მთელი თვის განმავლობაში მოდიოდეს. ესაა მიზეზი იმისა, რომ ბოლო თვეებში ამდენი ქალაქი დაიტბორა“, - ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები" თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ, „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
"იმდენად არაპროგნოზირებადია კლიმატი და იმდენი ცვლილება ხდება ატმოსფეროში, რომ გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია. მაგალითად, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურა შეიძლება ისევ დავარდეს, მერე ისევ აიწევს და ოქტომბერში მეტ-ნაკლებად თბილი ამინდები გვქონდეს. ნოემბერში, როგორც წესი, ჩვენთან ზამთარი იწყება და უცებ აცივდება ხოლმე, დეკემბერში კი ისევ თბილი ამინდები დგება...განაგრძეთ კითხვა