წუხელ უკრაინაში რუსეთი თავდასხმის დროს, რუსული დრონები პოლონეთის ცაზეც გამოჩნდნენ.
მომხდარის გამო ოთხი აეროპორტი, მათ შორის ვარშავაში მდებარე ყველაზე დიდი აეროპორტი, დაიხურა.
პოლონეთმა აეროპორტების დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა პოლონეთთან საზღვართან ახლოს მდებარე უკრაინის რეგიონებზე კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელა.

"რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად, დრონების ტიპის ობიექტებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს“, - აღნიშნულია სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
სარდლობის განცხადებით, პოლონეთის საჰაერო სივრცეში შესული დრონები რეალურ საფრთხეს წარმოადგენდნენ პოლონეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის.

"პოლონეთის და მოკავშირეთა ძალები და საშუალებები სრულ მზადყოფნაში არიან შემდგომი ოპერაციებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმის დროს, დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. პოლონეთმა დრონების გასანეიტრალებლად ოპერაცია ჩაატარა.