ავტორი:

"რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა უბრალოდ მიუღებელია - მოვუწოდებ რუსეთს, ესკალაცია შეწყვიტოს" - მაკრონი

"რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა უბრალოდ მიუღებელია - მოვუწოდებ რუსეთს, ესკალაცია შეწყვიტოს" - მაკრონი

რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა უბრალოდ მიუღებელია, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.

  • ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი პოლონელ ხალხს სრულ სოლიდარობას უცხადებს.

"ამას სრული სიმკაცრით ვგმობ. მოვუწოდებ რუსეთს, რომ ეს ესკალაცია შეწყვიტოს. ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დათმობაზე არ წავალთ“, - წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.

საფრანგეთის პრეზიდენტის ცნობით, უახლოეს მომავალში ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდება.

წაიკითხეთ ასევე: