ვინირები და გვირგვინები თანამედროვე სტომატოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მასალებია - ერთი მხრივ, ისინი აუმჯობესებენ კბილების ესთეტიკას, ხოლო მეორე მხრივ, ხელს უწყობენ მათი ჯანმრთელობისა და სტრუქტურის შენარჩუნებას. ვინირები წარმოადგენს თხელ ფირფიტებს, რომლებიც ფარავს კბილის გარეგან ზედაპირს და ხაზს უსვამს მის სილამაზეს. გვირგვინები კი გამოიყენება მაშინ, როდესაც კბილის სტრუქტურა უკვე სერიოზულად დაზიანებულია და მას დამატებითი გამაგრება სჭირდება. ორივე მეთოდი არა მხოლოდ ესთეტიკურ, არამედ ფუნქციურ სარგებელსაც გვაძლევს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ისინი დამზადდეს უმაღლესი ხარისხის მასალებისგან, რაც უზრუნველყოფს გამძლეობას, უსაფრთხოებასა და ბუნებრივ შედეგს.
რა შემთხვევაში გვირჩევს სტომატოლოგი ვინირს და რა შემთხვევაში გვირგვინს, რა უნდა ვიცოდეთ, თუ მათ გაკეთებას ვგეგმავთ და როგორ უნდა მოვუაროთ, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ ესთეტიკური ღიმილი და ჯანმრთელი პირის ღრუ, ამის შესახებ დეტალურად „რიხტერის კლინიკის“ სტომატოლოგ-ორთოპედი ნუგზარ კვარცხავა საუბრობს.
„რიხტერის კლინიკა“ დედაქალაქის ერთ-ერთი წამყვანი სტომატოლოგიური კლინიკაა, სადაც მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალებს იყენებენ და პირის ღრუს მკურნალობისა და მოვლის უახლეს გაიდლაინებს ეყრდნობიან. კლინიკა არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ უცხოელ პაციენტებშიც მოთხოვნადია. ჩვენს ქვეყანას ხშირად სტუმრობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც სერიოზული სტომატოლოგიური სერვისების მიღება სწორედ აღნიშნულ კლინიკაში სურთ.
· როგორ განისაზღვრება, რა შემთხვევაში შეიძლება დასჭირდეს პაციენტს ვინირი ან გვირგვინი, რომელი უფრო რელევანტურია კონკრეტულ შემთხვევებში?
ვინირი არის თხელი კერამიკული ფირფიტა, რომელიც კბილის წინ, ვესტიბულურ მხარეს თავსდება და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მის ესთეტიკას. არსებობს სხვადასხვა სახეობის ვინირები: კომპოზიციური, თერაპიული და ორთოპედიული, რომელთა დამზადება ჩვენს კლინიკაში სრულად შესაძლებელია.
რაც შეეხება მათ შორის განსხვავებას, ეს დამზადების მეთოდიკაზეა დაფუძნებული: კვერამიკული ვინირები ლაბორატორიაში მზადდება და პაციენტი შემდგომ ირგებს, კომპოზიციურ ვინირებს კი უშუალოდ სტომატოლოგის კაბინეტში, პაციენტის პირის ღრუშივე ვამზადებთ. არჩევანს თავად პაციენტი აკეთებს, რომელი ურჩევნია.
გვირგვინი კი სრულად, 360 გრადუსით ფარავს კბილს და მათ შორის მთავარი განსხვავება სწორედ ესაა.
ვინირები და გვირგვინები პაციენტს შეიძლება დასჭირდეს იმ შემთხვევაში, როდსაც აქვს კბილების ზომის, ფერისა და დგომის ანომალია. სტომატოლოგი აფასებს პაციენტის მდგომარეობას და იღებს გადაწყვეტილებას, კბილის აღდგენის რომელ მეთოდს მიმართოს. დიდი ზომის ბჟენების, ჩამოტეხილი კიდეების, კბილის დგომის ანომალიის დროს ან თუნდაც იმპლანტის ჩასმის შემდგომ გვირგვინები უნდა გაკეთდეს. თუ პაციენტს უფრო მცირე, კოსმეტიკური ცვლილებების შეტანა სურს და სტომატოლოგის შეფასებითაც კბილები ჯანმრთელია, მაშინ ვინირებზე ვაკეთებთ არჩევანს.
· რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს როგორც ვინირებს, ისე გვირგვინებს? რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა, თუ მათ გაკეთებას გადაწყვეტს? საინტერესოა, რა ტიპის დამუშავებას საჭიროებს კბილი, თუ ვინირის ან გვირგვინის გაკეთება გადაწყდა?
ვინირების დადებითი მხარეა ის, რომ კბილის ზედაპირი მინიმალურად მუშავდება, გამოიყურება ბუნებრივად და ძალიან გამძლეა, თუ რა თქმა უნდა, ხარისხიანი მასალით არის დამზადებული და პაციენტიც რეკომენდაციების შესაბამისად უვლის მას.
ცირკონის გვირგვინების შემთვევაშიც, რომელიც „რიხტერის კლინიკაში“ ასევე უმაღლესი ხარისხის მასალებით მზადდება, კბილები მინიმალურად მუშავდება, რაც ხელს უწყობს მათი „სიცოცხლის“ დიდი ხნით შენარჩუნებას. გვირგვინი სრულად აღადგენს როგორც ფუნქციურ, ისე ესთეტიკურ დისკომფორტს და სიმტკიცით გამოირჩევა.
· სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული რა პროცედურები ტარდება ვინირების ან გვირგვინების გაკეთების დროს?
თავდაპირველად ექიმმა უნდა გამოიკვლიო და შეაფასოს პაციენტის პირის ღრუს მდგომარეობა. თუ მას ვინირების ან გვირგვინების ჩასმამდე სხვა პროცედურები აქვს ჩატარებული ან მკურნალობა ესაჭიროება, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რა პროტოკოლით გაგრძელდეს პროცესი.
ვინირების ან გვირგვინების გაკეთების დროს, თავდაპირველად ვიღებთ 3D კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რათა ზუსტად და ამომწურავად მივიღოთ ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობაზე. ამის შემდეგ, ტარდება პირის ღრუს ჰიგიენური წმენდა.
გარდა ამისა, თუ საჭიროა თერაპიული სამუშაოების ჩატარება, ვგეგმავთ და ვატარებთ მკურნალობას და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ ორთოპედიულ სამუშაოს.
· რა ასაკიდან შეიძლება მათი გაკეთება? საჭიროებს თუ არა ვინირი ან გვირგვინი ცვლილებას ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ?
ვინირების გაკეთება შესაძლებელია 18 წლის ასაკიდან. რაც შეეხება გვირგვინებს, მისი გაკეთებაც 18 წლის შემდეგ არის რეკომენდებული, თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა უფრო პატარა ასაკშიც შეიძლება გახდეს საჭირო. მაგალითად, ტრავმის ან ფუნქციურობის აღდგენის საჭიროების შემთხვევაში.
ზოგადი გაიდლაინის თანახმად, კერამიკული კონსტრუქციის შეცვლა დაახლოებით 10-15 წელშია საჭირო, თუმცა ყველაფერი მაინც დამოკიდებულია პაციენტის პირის ღრუს მდგომარეობასა და მოვლაზე. ჰიგიენა, კვებითი ჩვევები და ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა პირდაპირ აისახება კერამიკული ვინირებისა და გვირგვინების შენარჩუნების ვადაზე.
· საინტერესოა, რა შემთხვევაში შეიძლება არ იყოს რეკომენდებული პაციენტისთვის ვინირის ან გვირგვინის გაკეთება?
პაციენტისთვის ვინირის ან გვირგვინის გაკეთება შეიძლება არ იყოს რეკომენდებული ძალიან ახალგაზრდა ასაკში და ასევე, პაროდონტიტიან პაციენტებში, ჩვენ პირველ რიგში ვმკურნალობთ არსებულ პრობლემას და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ ორთოპედიული კონსტრუქციის ვინირის ან გვირგვინის დამზადებას.
ამასთან, აღნიშნული კონსტრუქციების გაკეთებას არ ვუწევთ რეკომენდაციას მაშინ, როდესც გვირგვინის ძალიან დიდი ნაწილი დაზიანებულია და მისი ჩამოვარდნის ან გადატეხვის საშიშროებაა, ასევე, როდესაც გვაქვს თანკბილვის ანომალიები. მკურნალობის ჩატარების შემდეგ სტომატოლოგი შეაფასებს პირის ღრუს მდგომარეობას და გადაწყვეტს, შესაძლებელია თუ არა გვირგვინების ან ვინირების გაკეთება.
· რა რეკომენდაციებს გასცემთ, როგორ უნდა მოუაროს პაციენტმა ვინირებსა და გვირგვინებს, რათა დიდხანს შეინარჩუნოს ესთეტიკური ვიზუალი და რაც მთავარია, დიდხანს იყოს ფუნქციური?
ვინირებისა და გვირგვინების ეფექტური და გრძელვადიანი გამოყენება დიდწილად დამოკიდებულია სწორ მოვლაზე. აუცილებელია ყოველდღიური ჰიგიენის დაცვა, კბილთაშორისი ჯაგრისებისა და ფლოსის გამოყენება და სტომატოლოგთან ვიზიტი 6 თვეში ერთელ პროფილაქტიკური ჰიგიენური წმენდის მიზნით. პაციენტი უნდა მოერიდოს ძალიან მყარ საკვებს. იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება ბრუქსიზმი (კბილის კბილზე ძლიერად დაჭერა ხდება) აუცილებელია კაპის გამოყენება, რათა კონსტუქცია არ გატყდეს.
ვინირებთან და გვირგვინებთან დაკავშირებით მეტი დეტალის გასაგებად და სტომატოლგოგ-ორთოპედთან კონსულტაციის დასაჯავშნად ეწვიეთ კლინიკის ვებგვერდს: Richters.ge
R