პოლონეთმა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების რუსული წარმომავლობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოადგინა, - ამის შესახებ რუსეთის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი ორდაშმა რუსულ მედიას განუცხადა.
"ჩვენ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მივიჩნევთ. არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს დრონები რუსულია“, - განაცხადა ანდრეი ორდაშმა.
"რუსეთი აბსოლუტურად არ არის დაინტერესებული პოლონეთთან რაიმე სახის ესკალაციით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია იმედი გვქონდეს, რომ პოლონეთის ხელისუფლება მოგვისმენს“, - აღნიშნა ორდაშმა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრის გამო, რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული უწყებაში დაიბარა.
წაიკითხეთ ასევე: