ავტორი:

რას იყიდით "ბიბლუსში" სასკოლოდ 50 ლარიანი ბიუჯეტით?

რას იყიდით "ბიბლუსში" სასკოლოდ 50 ლარიანი ბიუჯეტით?

ყველასთვის საყვარელი წიგნის მაღაზიის პარალელურად, „ბიბლუსი“ უკვე წლებია, წინასასკოლო სამზადისისთვის საუკეთესო სივრცედ იქცა. ჩანთები და პენლები, რვეულები და სხვა საკანცელარიო ნივთები, ფერადი ფანქრები და პლასტილინები - ყველაფერი ერთ სივრცეშია წარმოდგენილი. რაც მთავარია, მრავალფეროვანი ასორტიმენტიდან თქვენი პატარების გემოვნებისა და თქვენი ბიუჯეტის შესაბამისი პროდუქტების შერჩევას შეძლებთ.

გაგიზიარებთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელთა შეძენასაც „ბიბლუსში“ სასკოლოდ შეძლებთ:

  • Ponto-ს ბრენდის ზურგჩანთა;
  • Ponto-ს ბრენდის პენალი;
  • 40 ფურცლიანი მათემატიკის რვეული - 6 ცალი;
  • 40 ფურცლიანი ქართულის რვეული - 6 ცალი;
  • საწერი კალამი - 10 ცალი;
  • ფერადი ფანქრები - 12 ცალი;
  • სახატავი რვეული - 1 ცალი;
  • უბრალო ფანქარი - 4 ცალი;
  • პლასტელინი - 12 ფერი;
  • წიგნის წებოვანი გადასაკრავი - 2 ცალი;
  • ფერადი ფურცლების შეკვრა;
  • მშრალი წებო - 2 ცალი;
  • საბავშვო მაკრატელი - 1 ცალი;
  • საშლელი - 3 ცალი;
  • სათლელი - 3 ცალი;
  • ბრჭყვიალა წებო - 2 ცალი.

ამ და თქვენთვის სასურველი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია „ბიბლუსის“ 80-ზე მეტ ფილიალსა და 8 ფრენშაიზ მაღაზიაში მთელი საქართველოს მასშტაბით. პარალელურად, შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი პროდუქცია ონლაინ, სახლიდან გასვლის გარეშე შეიძინოთ და მითითებულ მისამართზე მიიღოთ.

შეგახსენებთ, რომ "ბიბლუსში“ წარმოდგენილია 15-ზე მეტი მსოფლიო მასშტაბის ბრენდის 25 ათასამდე დასახელების პროდუქტი. პოპულარულ ბრენდებს შორისაა: MILAN, PONTO, CENTRUM, ROYAL TALENTS, ZIELER, Royal Christmas, Wurm, Kaemingk, Koopman, Baseus, Usams და სხვა.

წინასასკოლოდ „ბიბლუსში“ შენაძენის გაკეთებისას კი სხვადასხვა საბანკო აქციითა და შეთავაზებით შეგიძლიათ ისარგებლოთ.

R