ავტორი:

საქართველოს მუსიკოსი და კომპოზიტორი, რიშარ გალიანო სტუმრობს

საქართველოს მუსიკოსი და კომპოზიტორი, რიშარ გალიანო სტუმრობს

მსოფლიოში ნომერ პირველ აკორდეონისტად აღიარებული ფრანგი მუსიკოსი და კომპოზიტორი, რიშარ გალიანო სტუმრობს. ის ახალი ალბომის New Viaggio (ნიუ ვიაჯო) პარიზში გამოცემამდე, მას თბილისში, 9 სექტემბერს, ფრანგ ვირტუოზ მუსიკოსებთან - იტარისტ ადრიან მოინიართან (Adrian Moignard) და კონტრაბასისტ ფილიპ არტსთან ( Philippe Aerts) ერთად, მარჯანიშვილის თეატრის სცენიდან, დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს.

გალიანოს საპრემიერო კონცერტით დაიხურება სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "თბილისი რიტმის“ 2025 წლის სეზონი.

პოეზიითა და ემოციებით სავსე დროის მიღმა არსებული ეს მუსიკალური მოგზაურობა, სულ რაღაც 4 დღეში, თბილისში გადმოინაცვლებს.

"ახალი "Viaggio“ ერთდროულად არის წარსულისთვის მიგებული პატივი და ხიდი მომავლისკენ - განახლებული შემადგენლობით, რომელიც ახალ სიცოცხლეს სძენს ამ უკვდავ კომპოზიციებს. ეს დიდი მაესტროს მერვე ვიზიტია საქართველოში. პირველად რიშარ გალიანო, თბილისს, უახლესი პროექტით "ტანგარია“ 2006 წელს ეწვია და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მოსული მელომანები სრულიად აღაფრთოვანა. გალიანოს ტრიოში მიწვეული ჰყავს ფრანგი გიტარისტი, ადრიან მოინიარი, რომელიც ბოლო წლებში თვით ბოშური ჯაზის აღორძინებას წარმოადგენდა. მისმა საოცარმა მოქნილობამ და შემოქმედებითმა ტალანტმა მას გზა გაუხსნა საფრანგეთის წამყვან ჯაზკლუბებში, ნიუ-იორკის არაერთ კლუბსა და მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალზე.გელოდებით ყველას, რათა ერთად დავტკბეთ ამ უნიკალური პროექტით, რომელიც სავსეა ენერგიით, გრძნობით და ოსტატობით", - გვიყვება ფესტივალ "თბილისი რიტმის" დამფუძნებელი ანი ლაღიძე.