ავტორი:

"ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ" - ნატო-ში აშშ-ის ელჩი

"ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ" - ნატო-ში აშშ-ის ელჩი

აშშ ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დაიცავს. ამის შესახებ განცხადებას ნატო-ში აშშ-ის ელჩი, მეთიუ უიტეკერი X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

“მხარში ვუდგავართ ჩვენს ნატო-ს მოკავშირეებს ამ საჰაერო სივრცის დარღვევების ფონზე და ნატოს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დავიცავთ”, - წერს უიტეკერი.

ის ასევე, ევროპაში სამოკავშირეო ძალების უმაღლესი შტაბის სპიკერის, მარტინ ო’დონელის განცხადებას ავრცელებს.

“ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ნატო-ს თვითმფრინავებს საქმე ჰქონდათ პოტენციალურ საფრთხეებთან მოკავშირეების საჰაერო სივრცეში.

ნატო, ევროპაში სამოკავშირეო ძალების უმაღლესი შტაბი, სამოკავშირეო სარდლობის ყველა ოპერაცია მზად არის, ნატოს ტერიტორიის ყოველი კილომეტრი დაიცვას, მათ შორის ჩვენი საჰაერო სივრცე,” - განაცხადა ო’დონელმა.

იხილეთ ასევე: