ავტორი:

სრულად ჩაგდებული პირველი ტაიმი, მოედნიდან გაძევებული ბითაძე და შენგელია და დასანანი მარცხი - საქართველო ევრობასკეტს გამოეთიშა

სრულად ჩაგდებული პირველი ტაიმი, მოედნიდან გაძევებული ბითაძე და შენგელია და დასანანი მარცხი - საქართველო ევრობასკეტს გამოეთიშა

ევრობასკეტის მეოთხედფინალში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდა და დამარცხდა ანგარიშით: 93:79

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით - 40:57 მარცხდებოდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ბოლდუინი, სანაძე, შენგელია, ბითაძე, მამუკელაშვილი.

მთავარი ამოცანა მეტოქისთვის პერიმეტრის გადაკეტვა და მათი ლიდერის მარკარენის ნეიტრალიზება იყო, რაც პირველ ტაიმში ვერ მოხერხდა.

თავიდან თამაში თანაბარი იყო, თუმცა ფინეთმა სამქულიანების ხარჯზე გაქცევა მოახერხა და პირველი მეოთხედი 15:28 წავაგეთ. მეორე პერიოდის შუაში სხვაობა 9 ქულამდე შევამცირეთ, მაგრამ მოწინააღმდეგე სწრაფ კონტრშეტევაზე უკეთ მოქმედებდა, შანსებს უზადოდ იყენებდა, ორი ტექნიკური მივიღეთ და პირველი ტაიმი წავაგეთ.

მეორე ტაიმში ჩვენი ნაკრები უფრო მობილიზებული იყო, დაცვაშიც უკეთესად იდგა. მესამე მეოთხედი ჩვენებმა 8-ქულიანი უპირატესობით მოიგეს და ანგარიში 9 ქულამდე შემცირდა და გაჩნდა იმედი, რომ თამაშის შემობრუნებას შევძლებდით, თუმცა მეორე ტაიმის მეოთხე მეოთხედში ფინეთი ისევ ათამაშდა. ამასთანავე, არასპორტული თამაშისთვის მოედნიდან გააძევეს ჯერ ჩვენი ცენტრი გოგა ბითაძე, შემდეგ კი უკვე ჩვენი კაპიტანი თორნიკე შენგელია. ამ ყველაფრის შედეგად მეოთხედფინალი უშანსოდ დავთმეთ და ევრობასკეტს გამოვეთიშეთ.