ტაილანდში ზოოპარკის თანამშრომელი ლომების თავდასხმას ემსხვერპლა, შემთხვევა Safari World Bangkok-ში მოხდა, რომელიც აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ღია ზოოპარკად მიიჩნევა და სტუმრებს ლომებისა და ვეფხვების კვების ტურებს სთავაზობს.

დაღუპული ზოოპარკის თანამშრომლის მოვალეობა ლომებს გამოკვება იყო, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, “მამაკაცი ჩვეულებისამებრ გადავიდა მანქანიდან და მარტო, ცხოველებისკენ ზურგშექცევით დადგა, რაც ცოტა უცნაური ქცევაა იყო, დაახლოებით სამი წუთის შემდეგ, მას ლომი ნელა მიუახლოვდა და იმდენად სწრაფად ეცა, რომ მსხვერპლმა ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო"
ტაილანდში ლომის ფლობა კანონიერია და ბოლო წლებში ტყვეობაში მყოფი ლომების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა - ზოოპარკებში, ფერმებში, კაფეებში და კერძო სახლებში ჯამში თითქმის 500 ლომია რეგისტრირებული. ველური ბუნების დამცველები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ველური ცხოველები, თუნდაც დაბადებიდან ადამიანის მიერ გაზრდილი, სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მათთან გაუფრთხილებელი მოქცევა კი შეიძლება საბოლოოდ ტრაგედიით დასრულდეს.