ავტორი:

კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო  აქცია მიმდინარეობს, გადაკეტილია საავტომობილო გზა - რა ხდება ამჟამად მელიქიშვილის გამზირზე? (ფოტოები)

კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო  აქცია მიმდინარეობს, გადაკეტილია საავტომობილო გზა - რა ხდება ამჟამად მელიქიშვილის გამზირზე? (ფოტოები)
  • ფოტოგრაფი: გიორგი ჟამერაშვილი

მელიქიშვილის გამზირზე, "ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ფილარმონიასთან ორი ლოკაციიდან - რესპუბლიკის მოედნიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან წამოსული მარში შეერთდა, რის შემდეგაც საარჩევნო შტაბთან მივიდნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 4 ოქტომბრამდე შტაბთან პროტესტს არ შეწყვეტენ.