გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, კრემლმა ნატო-ს პროვოცირება მიზანმიმართულად მოახდინა პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების გაგზავნით, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.
"რუსეთის მთავრობის ეს სრულიად უგუნური ქმედება პროვოკაციების ხანგრძლივი სერიის ნაწილია, რომელსაც თვეების განმავლობაში ვხედავთ ბალტიის რეგიონში და მთლიანად ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა ევროპაში მშვიდობისთვის“, - განაცხადა მერცმა.
"რუსეთის მთავრობის მტკიცება, რომ ეს, ასე ვთქვათ, დამთხვევა ან შემთხვევა იყო, სანდო არ არის“, - აღნიშნა მერცმა.
მისი თქმით, შეჭრამ აჩვენა, რომ ევროპაში ნატო-ს საჰაერო თავდაცვა მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს.
"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ევროპის საჰაერო თავდაცვა, ნატო-ს საჰაერო თავდაცვა, მუშაობდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ისე კარგად, როგორც უნდა ემუშავა, რათა ადრეულ ეტაპზე თავიდან აეცილებინა პოლონეთის საჰაერო სივრცეში ამდენი დრონის შეღწევა“, - განაცხადა მერცმა.
მისი თქმით, ეს საკითხი ეს გამოიწვევს დისკუსიებს როგოც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში.
წაიკითხეთ ასევე: