ავტორი:

რუსკა ქარქაშაძის მეუღლე ნათლიად, ცნობილი სტუმრები და წვეულება - ფოტოები ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას ქალიშვილის ნათლობიდან

რუსკა ქარქაშაძის მეუღლე ნათლიად, ცნობილი სტუმრები და წვეულება - ფოტოები ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას ქალიშვილის ნათლობიდან

ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას უმცროსი ქალიშვილი, ნინა გაქრისტიანდა. ცერემონიაზე უამრავი ცნობილი სტუმარი იმყოფებოდა, მათ შორის იყვნენ ბაბი კირკიტაძე, ლიკა ქორქია მეუღლესთან ერთად, ასევე ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი. პატარა ნინას ერთ-ერთი ნათლია მსახიობ რუსკა ქარქაშაძის მეუღლე, ლაშა მოწონელიძე გახლავთ.

ნათლობის ცერემონიის შემდეგ ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ამ დღის აღნიშვნა სადღესასწაულო გარემოში გაგრძელდა. ოჯახი და ცნობილი სტუმრები ლისი მერეში შეიკრიბნენ.

ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია ქართველი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილია. ირაკლიმ ლიზასთან ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ შეინახა, რაც საზოგადოების ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებდა. საბოლოოდ, წყვილმა გადაწყვიტა მათი რომანი საჯარო გამხდარიყო.

ლიზა ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის შვილია და მშობლების გზას მიჰყვება - თავადაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ლიზა ამბობს, რომ ახერხებს დედობისა და სწავლის შეთავსებას, რაშიც ოჯახი და დამხმარე ეხმარება.

2022 წლის აპრილში ირაკლიმ ლიზას ხელი ოჯახისა და მეგობრების თანხლებით, რომანტიკულ გარემოში სთხოვა. ქორწილი იმავე წლის ივლისში გაიმართა. წყვილმა ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერა.

დღეს ლიზას და ირაკლის ორი შვილი ჰყავთ: გიო და ნინა. გიოს ფოტოები ლიზამ დაახლოებით ერთი წლის წინ გამოაქვეყნა, ნინას კი დღემდე საგულდაგულოდ მალავს.