უამინდობამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა. წინასწარი ინფორმაციით დასეტყვილია სოფელი შილდა. სტიქიამ სასოფლო - სამეურნეო სავარგულების ნაწილი დააზიანა.
რა ზიანი მიადგა ვენახებს, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, რადგან უამინდობა გრძელდება და ფერმერები ადგილზე მისვლას ჯერ ვერ ახერხებენ.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა მოგვიანებით გაირკვევა.