ავტორი:

40 სინათლის წლის მანძილზე მდებარე პლანეტას შესაძლოა დედამიწის მსგავსი ატმოსფერო ჰქონდეს - რას ამბობენ ექსპერტები

40 სინათლის წლის მანძილზე მდებარე პლანეტას შესაძლოა დედამიწის მსგავსი ატმოსფერო ჰქონდეს - რას ამბობენ ექსპერტები

ექსპერტების აზრით, ირმის ნახტომის გალაქტიკაში არსებულ პლანეტას შესაძლოა ატმოსფერო ჰქონდეს, რაც ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ მის ზედაპირზე სიცოცხლეა.

  • მკვლევარების თქმით, TRAPPIST-1e, დედამიწის მსგავსად, პოტენციურად სასიცოცხლოდ ვარგის ზონაში მდებარეობს, არც ისე ახლოს ვარსკვლავთან, რომ დაიწვას და არც ისე შორს, რომ ყინულოვანი პირობები შეექმნას.

"თუ არსებობს ერთ-ერთი ასეთი პლანეტა, რომელსაც პოტენციურად შეუძლია ზედაპირზე თხევადი წყლის შენარჩუნება, ეს სწორედ TRAPPIST-1e-ა“, - განუცხადა "ნიუ-იორკ თაიმსს“ კორნელის უნივერსიტეტის ეგზოპლანეტების მკვლევარმა და ნაშრომის ავტორმა ნიკოლ ლუისმა.

ატმოსფეროს არსებობა დადასტურებული არ არის და მეცნიერებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორია TRAPPIST-1e-ს ზედაპირი ან არსებობს თუ არა იქ სითხე. კვლევის თანაავტორი, რაიან მაკდონალდი და მისი კოლეგები გეგმავენ TRAPPIST-1e-ს შესწავლას, ხოლო მომდევნო წლებში კიდევ 15 ტრანზიტის განხორციელებას, იტყობინება NBC News.

TRAPPIST-1e-ის აღმოჩენამდე, მეცნიერებმა მარსზე სიცოცხლის მინიშნებები იპოვეს: ოთხშაბათს ჟურნალ „Nature“- ში გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ NASA-ს როვერმა Perseverance-მა აღმოაჩინა წერტილოვანი ქანები, რომლებიც შესაძლოა მარსზე სიცოცხლის არსებობის ყველაზე მტკიცე მტკიცებულებას წარმოადგენდეს.

წყარო