ჯერ კიდევ გასულ თვეს ასტრონომებმა ღია კოსმოსში უცნაური რამ შენიშნეს. ამოუცნობი ობიექტი, რომელსაც 3I/ATLAS-ი შეარქვეს დედამიწისკენ თავბრუდამხვევი სიჩქარით მოძრაობს.
მკვლევართა გამოთვლებით, ის 19 კმ-ზე მეტი სიგანისაა და ჩვენს მზის სისტემაში ისე მოძრაობს, რომ 19 დეკემბერს ჩვენგან დაახლოებით 273 588 480 კილომეტრის მანძილზე აღმოჩნდება. ეს იქნება ყველაზე ხელსაყრელი მომენტი მისი შესწავლისთვის. თუმცა ეს მანძილი ძალიან დიდია იმისთვის, რომ რაიმე საფრთხე შეუქმნას დედამიწას.
მოსაზრება უფრო გამყარდა მას შემდეგ, რაც დაკვირვებამ ცხადყო, რომ უცნაურ ვარსკვლავთშორის ობიექტს კუდი ეზრდება. მკვლევრების თქმით, სწორედ ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ობიექტი, რომელიც ჩვენს მზის სისტემას სტუმრობს სხვა სისტემიდან მოდის და შესაძლოა სხვადასხვა უნარები გააჩნდეს.
ასტრონომებმა ჩილეს ანდების მთაზე მდებარე Gemini South ტელესკოპის მიერ გადაღებული სურათებით, აღმოაჩინეს, რომ ობიექტს მზარდი გაზის კუდი აქვს. მანათობელი სხეული ყინულოვანი ბირთვის გარშემო, მზესთან მიახლოებისას მტვრისა და გაზის ღრუბელს წარმოქმნის.
ტელესკოპის მრავალობიექტიანი სპექტროგრაფის გამოყენებით, მეცნიერებმა შეაგროვეს ინფორმაცია კომეტის მიერ გამოსხივებული სინათლის ტალღის სიგრძეების შესახებ. მონაცემები ნათელს ჰფენს კომეტის შემადგენლობასა და ქიმიურ შემადგენლობას.
„ჩვენ აღფრთოვანებულები ვიყავით კუდის ზრდით, რაც ნაწილაკების ცვლილებაზე მიუთითებდა. Gemini-ს წინა სურათებთან შედარებით, პირველად შევნიშნეთ სპექტრის ქიმიური შემადგენლობა“, - თქვა დოქტორმა მეხმა, რომელიც სხეულს სწავლობს.
დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მზესთან მიმავალი კომეტებისგან განსხვავებით, 3I/ATLAS ისეთ ორბიტაზეა, რომელიც საბოლოოდ მას ვარსკვლავთშორის სივრცეში დააბრუნებს.
იხილეთ ასევე: