ავტორი:

NASA აცხადებს, რომ მარსზე აღმოჩენილი ქანი უძველესი სიცოცხლის “ყველაზე ნათელ ნიშნებს“ ინახავს

NASA აცხადებს, რომ მარსზე აღმოჩენილი ქანი უძველესი სიცოცხლის “ყველაზე ნათელ ნიშნებს“ ინახავს

მეცნიერები თვლიან, რომ გასულ წელს მარსზე გაშვებული როვერის, Perseverance-ის მიერ აღებულ ქვის ნიმუშზე ლეოპარდის მსგავსი ლაქები შესაძლოა უძველესი სიცოცხლისგან იყოს დატოვებული.

ამის შესახებ NASA-მ ახლახან განაცხადა. გუნდმა რეცენზირებული ნაშრომი ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნა, იქ დეტალურად არის აღწერილი ახალი ანალიზი, თუმცა მათი თქმით, საჭიროა მეტი კვლევა.

„ერთწლიანი კვლევის შემდეგ, ისინი დაბრუნდნენ და თქვეს: შეხედეთ, ჩვენ ვერ ვპოულობთ სხვა ახსნას... ეს შეიძლება იყოს სიცოცხლის ყველაზე მკაფიო ნიშანი, რაც კი ოდესმე გვიპოვია მარსზე და ეს წარმოუდგენლად საინტერესოა“, - თქვა NASA-ს წარმომადგენელმა შონ დაფიმ.

  • ნიმუში, სახელწოდებით Sapphire Canyon, როვერმა ნერეტვას მდინარის ხეობის კიდეებზე, კლდოვანი გამონაზარდებიდან შეაგროვა. მიიჩნევა რომ ეს არის რეგიონი სადაც 3 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ წყალი ჩაედინებოდა.

2021 წლის თებერვალში, როვერი კრატერში დაეშვა უძველესი ტბის შესასწავლად, ასევე წარსულში მარსზე წყლის მიერ შექმნილი ან შეცვლილი ქვების მოსაძებნად. 2024 წლის ივლისში, Perseverance-მა საფირონის კანიონის ნიმუში გაბურღა.

მეცნიერები ძალიან დაინტერესებულნი არიან კლდით. მიიჩნევენ, რომ მას შეუძლია გამოავლინოს, არსებობდა თუ არა ოდესმე მიკროსკოპული სიცოცხლე მარსზე.

Perseverance-ის ინსტრუმენტი, რომელიც ქანის ნიმუშის დასათვალიერებლად გამოიყენება

აღმოჩენიდან მალევე, Perseverance-ის სამეცნიერო ჯგუფმა განაცხადა, რომ ეს იყო ზუსტად ისეთი ტიპის ქანი, რომლის აღმოჩენასაც ისინი იმედოვნებდნენ.

“ნიმუშის პოვნის შემდეგ, როვერმა „პერსევერანსმა“ მდინარის ხეობა შეისწავლა, რათა უკეთ გაეგო ის გარემო, რომელშიც ქანები იყო დალექილი და დაედგინა, თუ როგორ შეიძლება ჩამოყალიბებულიყო ლეოპარდის ლაქები“, - თქვა მკვლევარმა.

იმის ზუსტად გაგება, თუ როგორ წარმოიქმნა ეს ლაქები - იქნება ეს სიცოცხლის არმქონე გეოქიმიური პროცესებით თუ მიკრობული სიცოცხლის არსებობით - კრიტიკული ნაბიჯია იმის დასადგენად, შეიცავს თუ არა ქანი პოტენციური სიცოცხლის მტკიცებულებებს.

წყარო