სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ კიდევ ერთი წევრი მურთაზ ზოდელავა მიიყვანეს. ამ დროისთვის, უცნობია რა სტატუსით იმყოფება ზოდელავა სუს-ის შენობაში.
"ახლა იმდენი კასკადია ამ უკანონობის და ზოგადად, აღვირახსნილობის, რომ ყველაფერზე პასუხი 4 ოქტომბერს უნდა გავცეთ. აი, სულ ყველა ვინც არის, ქალი, კაცი, ერი, ბერი, ყველამ უნდა მოვიკრიბოთ ძალ-ღონე და 4 ოქტომბერს ამ ყველაფერზე უნდა გავცეთ ისეთი პასუხი, რომ ამ ბიჭებს ვისაც ჰგონიათ, რომ „სულ ჩვენ ვიქნებით”, - განაცხადა ზოდელავამ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს.
წაიკითხეთ ასევე: