არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე კლინიკა "ჰელსიკორშია" გადაყვანილი.
თავის მხრივ, კლინიკაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
დიდი ალბათობით, ბურჭულაძეს ბრალდებას ოფიციალურად დღეს, კლინიკაშივე წაუყენებენ.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
წაიკითხეთ ასევე: