ავტორი:

ნადირობა სნაიპერზე და 100 000 დოლარიანი ჯილდო - FBI კადრებს ასაჯაროებს: სად იყო და როგორ გარბის ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელი ადგილიდან

ნადირობა სნაიპერზე და 100 000 დოლარიანი ჯილდო - FBI კადრებს ასაჯაროებს: სად იყო და როგორ გარბის ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელი ადგილიდან

FBI-მ სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრები გაასაჯაროვა, სადაც ჩანს სნაიპერის გაქცევა მას შემდეგ რაც კონსერვატორ აქტივისტს სტუდენტებთან შეხვედრისას ესროლა.

ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ხტება ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელი სახურავიდან და გარბის.

იუტას ველის უნივერსიტეტის კამპუსიდან გადაღებული კადრები ბიურომ და იუტას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა ხუთშაბათს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელეს. ცნობილია, რომ მამაკაცის დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

სავარაუდო მკვლელი, შავებშია ჩაცმული, აცვია მაისური, რომელზეც ამერიკის დროშა და არწივია გამოსახული, ახურავს კეპი და მორგებული აქვს მუქი შავი სათვალე. მას შავი ზურგჩანთა უკეთია. სავარაუდოდ, კამერების განლაგება წინასწარ ჰქონდა შესწავლილი, რადგან მისი სახე მთლიანად არც ერთ სათვალთვალო კამერაში არ ფიქსირდება.

მამაკაცი კამპუსის შენობის სახურავზე გარბის, კიდესთან ნელდება, შემდეგ მიწაზე ხტება და ავტოსადგომის გადაკვეთისას ტყიანი ტერიტორიისკენ მიემართება.

  • FBI-ს ცნობით, გაქცევის დროს მამაკაცმა სახურავზე ხელისგულის ანაბეჭდი და სხვა ლაქები დატოვა, რომლებიც შესაძლოა დნმ-ის შესაგროვებლად გამოდგეს.

სამართალდამცველებმა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართეს. რაიმე სახის ინფორმაციის ან მისი ადგილსამყოფლის არსებული ცნობებისთვის, 100 000 დოლარის ოდენობის ჯილდო დაწესდა.

შეგახსენებთ, ჩარლი კირკს ოთხშაბათს, სტუდენტებთან შეხვედრისას კისრის არეში ესროლეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.

წყარო

იხილეთ ასევე: