ავტორი:

ხაჭოს მისაღებად საღამო საუკეთესო დროა – ყველაფერი პროდუქტის სარგებლიანობისა და მიღების წესების შესახებ

ხაჭოს მისაღებად საღამო საუკეთესო დროა – ყველაფერი პროდუქტის სარგებლიანობისა და მიღების წესების შესახებ

ხაჭო ერთ-ერთი ძველი და ამავდროულად, თანამედროვე სამყაროში მეტად პოპულარული საკვები პროდუქტია. დღეს მას განსაკუთრებით აფასებენ ნუტრიციოლოგები, ფიტნეს ტრენერები და ზოგადად, ჯანსაღი კვების მიმდევრები.

ხაჭო ცილის იგივე პროტეინის შეუცვლელი წყაროა. თუმცა ვიდრე მის სარგებლიანობას დეტალურად განვიხილავთ, გეტყვით რომ ხაჭოს ძირითადი აქტიური კომპონენტი გახლავთ კაზეინი - ნელა მონელებადი ცილა. სწორედ ისაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ხაჭო დღეს ასე დაფასებული საკვები პროდუქტია. საკვების სარგებლიანობა კი შემდეგნაირია:

ნელა მონელებადი კაზეინი და ენერგიის ბალანსი

ხაჭოში შემავალი კაზეინის მონელება ნელა ხდება და შესაბამისად, ორგანიზმს ამინომჟავები თანდათან მიეწოდება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ხანგრძლივ შუალედში სტაბილურად იღებს ენერგიას, რის გამოც ზედმეტი ენერგიის სწრაფი დაგროვება ცხიმის სახით არ ხდება. ნელი მონელება ასევე ამცირებს შიმშილის შეგრძნებას, რაც კალორიების და შესაბამისად, წონის კონტროლს უწყობს ხელს.

კუნთოვანი მასის შენარჩუნება და მეტაბოლიზმის დაჩქარება

კუნთოვანი ქსოვილი მეტაბოლიზმის ხარისხის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია. რაც მეტია კუნთოვან მასა, მით მეტი ენერგია იხარჯება დასვენების დროსაც კი და შესაბამისად მაღალია მეტაბოლიზმი. რადგან ხაჭოში არსებული ცილა ხელს უწყობს კუნთების აღდგენასა და შენარჩუნებას, გამოდის, რომ ის აჩქარებს მეტაბოლიზმსაც.

ინსულინის რეგულაცია და სისხლში შაქრის დონე

ხაჭოს გლიკემიური ინდექსი დაბალია, ამიტომ ის სისხლში გლუკოზის მკვეთრ ცვლილებას არ იწვევს. პირიქით, ნელა მონელებადი ცილა ამცირებს ინსულინის მკვეთრ გამომუშავებას, რაც ზოგადი მეტაბოლიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ხაჭოს მიღება დღის ნებისმიერ მონაკვეთში სასარგებლოა. თუმცა სხვადასხვა კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ნუტრიციოლოგები მას საღამოს კვებაში, დაძინებამდე 1-2 საათით ადრე უწევენ რეკომენდაციას. შეიძლება იფიქროთ, რომ ღამით ორგანიზმს ენერგია და შესაბამისად, ცილა არ სჭირდება. მაგრამ ეს მითია. რეალურად, ორგანიზმს მთელი ღამის განმავლობაში სჭირდება ენერგია რესურსების აღსადგენად. ამ ენერგიის მისაღებად კი ხაჭო იდეალური წყაროა. თუ ყოველდღიურად, საღამოს საათებში მიიღებთ ხაჭოს, შედეგად:

  • ხაჭოში შემავალი კაზეინის მონელება და სისხლში ამინომჟავების გამოყოფა დაახლოებით 6-8 საათის განმავლობაში გაგრძელდება. შესაბამისად, კაზეინის მიღება უზრუნველყოფს ორგანიზმის ცილით მთელი ღამის განმავლობაში მომარაგებას, რაც კუნთოვანი მასის ზრდისა და აღდგენის წინაპირობაა;
  • შემცირდება კუნთოვანი ქსოვილის რღვევის და დაშლის რისკი;
  • მოხდება ცილის სინთეზის პროცესის სტიმულაცია, რაც ხელს უწყობს კუნთების აღდგენასა და ზრდას.

ეს ყველაფერი კაზეინის უპირატესობებია სხვა ტიპის ცილასთან შედარებით, რომლებიც სწრაფად შეითვისება და მოკლე ეფექტი აქვს. პარალელურად, მონელების ნელი პროცესიდან გამომდინარე, ის ხანგრძლივად აქრობს შიმშილის გრძნობას და ხელს უწყობს წონის კონტროლს. ადამიანები, რომლებიც საღამოს რეგულარულად მიირთმევენ ხაჭოს, დილით შიმშილის განსაკუთრებული გრძნობით არ იღვიძებენ. ეს კი უზრუნველყოფს, რომ მათი დღის კვება დაბალანსებულად დაიწყოს.

ხაჭოსგან მაქსიმალური სარგებელი რომ მიიღოთ, აუცილებელია ხარისხიანი პროდუქტი შეარჩიოთ. ქართულ ბაზარზე არსებულ ასორტიმენტს შორის გამორჩეული ადგილი უკავია კომპანია „დღის“ ხაჭოს, რომელიც 100% ევროპული ნედლეულით და წარმოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით იწარმოება. ბრენდი ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს და სანდო და ხარისხიანი პროდუქციითაა ცნობილი.

გარდა აღნიშნულისა, ხაჭო შეიცავს კალციუმსა და ფოსფორს, რაც ჯანმრთელი ძვლებისა და კბილებისთვის აუცილებელია.

პრაქტიკული რჩევები ხაჭოს მისაღებად:

  • თუ წონის კლების რეჟიმში ხართ, მაშინ დაძინებამდე 2 საათით ადრე მიირთვით 80 გრამი ხაჭო;
  • ჯანსაღი კვების შემთხვევაში დაძინებამდე 1-2 საათით ადრე ხაჭოს ოპტიმალური დოზა 150 გრამია;
  • სპორტსმენებისთვის, რომლებიც აქტიურად მუშაობენ კუნთოვანი მასის მატებაზე, ხაჭოს უფრო დიდი რაოდენობით მიღებაა სასურველი. ასევე რეკომენდებულია, მისი კეფირსა და მაწონთან ერთად მიღება, რაც ათვისების პროცესს აუმჯობესებს.

დაძინებამდე 1-2 საათით ადრე რეგულარულად მიიღეთ ხაჭო და მის ეფექტიანობაში მალე დარწმუნდებით.

NS