ავტორი:

რამდენი ადამიანი დაიბადა და გარდაიცვალა საქართველოში 2025 წელს - ახალი სტატისტიკა

რამდენი ადამიანი დაიბადა და გარდაიცვალა საქართველოში 2025 წელს - ახალი სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 719 ბავშვი შეადგინა.

  • ამასთან, როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 718 ადამიანი.

"2025 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -4 999 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (406) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (296). 2025 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 925 და განქორწინების 6 456 შემთხვევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.