ავტორი:

სკანდალი "ევროვიზიის" გარშემო: ვინ ითხოვს კონკურსიდან ისრაელის მოხსნას - "ღაზაში არსებული ვითარების გათვალისწინებით მათი მონაწილეობა მიუღებელია"

სკანდალი "ევროვიზიის" გარშემო: ვინ ითხოვს კონკურსიდან ისრაელის მოხსნას - "ღაზაში არსებული ვითარების გათვალისწინებით მათი მონაწილეობა მიუღებელია"

ირლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი (RTE) აცხადებს, რომ 2026 წლის ევროვიზიაზე მონაწილეობას არ მიიღებს, თუ ისრაელი იქნება მისი ნაწილი.

  • RTE -ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება ღაზაში, ისრაელის მონაწილეობა ევროვიზიაში არაკეთილსინდისიერი და მიუღებელი იქნება".

ირლანდია რამდენჯერმე გახდა კონკურსის გამარჯვებული, ყველას ბოლოს 1996–ში. შემდეგი წლის კონკურსი მაისის თვეში, ვენაში ჩატარდება. სლოვენიის სახელმწიფო მაუწყებელმაც (RTVSLO) განაცხადა, რომ, თუ ისრაელს არ აუკრძალავენ მონაწილეობა, შესაძლოა ისინიც გამოეთიშონ "ევროვიზიას". იგივე თქვა ესპანეთის კულტურის მინისტრმა, ერნესტ ურტასუნმაც.

ასევე ისლანდიის სახელმწიფო მაუწყებლის (RUV) დირექტორმა, სტეფან ეირიკსონმა აღნიშნა, რომ მათაც აქვთ კონკურსის დატოვების უფლება, თუ "ევროპის მაუწყებელთა კავშირი" მათთვის დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ევროვიზიის დირექტორმა, მარტინ გრინმა განაცხადა:

"ევროპის მაუწყებელთა კავშირს“ ესმის უკმაყოფილება და სხვადასხვა შეხედულებები, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მიმართ არსებობს, ჩვენ, კავშირის სხვა წევრებთან ერთად ჯერ კიდევ განვიხილავთ როგორ გავუმკლავდეთ "ევროვიზიის" გარშემო არსებულ გეოპოლიტიკურ დაძაბულობას. მაუწყებლებს დეკემბრის შუა რიცხვებამდე აქვთ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ეს თითოეულ წევრზეა დამოკიდებული, გადაწყვეტენ თუ არა ისინი კონკურსში მონაწილეობას. ჩვენ მათ ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ“.

ეს საკითხი წინა წელსაც განხილვის საგანი იყო. როცა RTE-ს მაშინდელმა დირექტორმა, კევინ ბაკჰურსტმა თქვა, რომ ის შეძრწუნებული იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებით, ღაზის მოსახლეობისა და ებრაელი მძევლების მდგომარეობით.

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში 70–ზე მეტმა ევროვიზიის ყოფილმა მონაწილემ მოაწერა ხელი წერილს, რომელიც ისრაელისთვის ევროვიზიაში მონაწილეობის აკრძალვას ითხოვდა.

  • საბა ჩიტიაშვილი