განქორწინებიდან 1 წლის შემდეგ, დუბაის პრინცესა რეპერ ფრენჩ მონტანაზე დაინიშნა. შეიხა მაჰრა, დუბაის მმართველის, მისი აღმატებულება შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის 30 წლის ქალიშვილია. მაჰრა დუბაის მმართველის 26 შვილიდან ერთ-ერთია. ის ნახევრად ბერძენია დედის, ზოი გრიგორაკოსის მხრიდან. ასევე აქვს გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტის დიპლომი საერთაშორისო ურთიერთობებში.
ეს მეორე ქორწინებაა არა მხოლოდ არაბი პრინცესისთვის, არამედ რეპერისთვისაც. მონტანას, რომელიც 2018 წლის ივნისიდან აშშ-ის მოქალაქე გახდა, პირველი ქორწინებიდან უკვე ჰყავს ვაჟი.

ის პირველ მეუღლეს შვილის შეძენიდან 2 თვის შემდეგ "ინსტაგრამის" საშუალებით დაშორდა.
"ძვირფასო ქმარო, რადგან შენ სხვებით ხარ დაკავებული, მე ჩვენი განქორწინების შესახებ ვაცხადებ. გშორდები, გშორდები, გშორდები. შენი ყოფილი ცოლი".


შეიხა მაჰრა და შეიხი მანა 2023 წლის მაისში დაქორწინდნენ და შვილი, გოგონა 2024 წლის მაისში შეეძინათ. ამ დროისთვის მუჰამედს შეიხა მაჰრას ნიშნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია, კაცს არც განცხადება გაუვრცელებია საკუთარ ინსტაგრამზე. მისი ბოლო პოსტი 10 აპრილს არის გამოქვეყნებული, სადაც ის თავის სიმამრს, პრემიერ-მინისტრსა და დუბაის ვიცე-პრეზიდენტს დღესასწაულზე ხელს ართმევს.


აღსანიშნავია, რომ შეიხა მაჰრას ქონება 300 მილიონ დოლარს შეადგენს. გასულ წელს მან საკუთარი სუნამოების ბრენდი Mahra M1 გამოუშვა და ერთ-ერთ სურნელს „განქორწინება“ უწოდა. ამჯერად კი ახალ საქმროსთან ერთად ეგზოტიკურ ადგილებში მოგზაურობს, როგორიცაა მაროკო, მაიამი, ორლანდო, პარიზი და საბერძნეთი... წყვილს ჯერ არ დაუნიშნავს ქორწილის თარიღი და არც ზუსტი დეტალები დაუგეგმავს.


მუსიკოსმა ნიშნობის ბეჭდის დამზადება ძვირადღირებულ იუველირს, მავანის, შეუკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ იუველირმა ნივთის ზუსტი ფასი არ გაამხილა, ვარაუდობენ, რომ ბეჭდის ღირებულება 1.1 მილიონი დოლარი უნდა იყოს.