ავტორი:

"ზუსტად ვიცოდი, რომ სოჭში იყო, ამ დროს ტელევიზორი აჩვენებენ, თითქოს სხვაგანაა" - იდენტური კაბინეტები, ფანჯრების გარეშე და "პუტინის პარანოია": რისი ეშინია რუსეთის პრეზიდენტს?

"ზუსტად ვიცოდი, რომ სოჭში იყო, ამ დროს ტელევიზორი აჩვენებენ, თითქოს სხვაგანაა" - იდენტური კაბინეტები, ფანჯრების გარეშე და "პუტინის პარანოია": რისი ეშინია რუსეთის პრეზიდენტს?

რუსეთის პრეზიდენტის მიერ საკუთარი უსაფრთხოების მიმართ გადამეტებული ზრუნვა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, თუმცა მედიაში გავრცელებული ბოლო ინფორმაციით ეს დამოკიდებულება გარკვეულწილად უკვე შეიძლება პარანოიადაც ჩაითვალოს...

  • 35 წლის გლებ კარაკულოვი, ვლადიმერ პუტინის ელიტარული პირადი დაცვის სამსახურის წევრი იყო და ამის გამო თავს ომის დამნაშავედ მიიჩნევს, ახლა ის მეუღლესა და შვილთან ერთად რუსეთიდან არის გაქცეული და უკვე ყოფილი “ბოსის“ პარანოიდული მისწრაფებების შესახებ მედიის წარმომადგენლებთან საუბრობს.

კარაკულოვის თქმით, პუტინს მუდმივად სიკვდილის შიში აწუხებს, ამის გამო მან მთელი რიგი უსაფრთხოების გეგმები შეიმუშავა და ამ გეგმების ერთ ერთი შემადგენელი ნაწილს ე. წ ოფისების ფალსიფიკაცია წარმოადგენს.

დიქტატორის დავალებით სანქტ-პეტერბურგში მდებარე პუტინის რეზიდენციაში, სოჭსა და მოსკოვის მახლობლად ნოვო-ოგარიოვოში სპეციალისტებმა აბსოლუტურად იდენტური შეხვედრის ოთახების მოაწყვეს.

"სამივე მათგანი ერთმანეთის ზუსტი ასლია და მინიმალური ავეჯი აქვთ", - ამბობს კარაკულოვი.

გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ პუტინი უზარმაზარ ხის მაგიდას უზის, მაგიდაზე კლავიატურის გვერდით ორთავიანი არწივით მოხატული საპრეზიდენტო კალმების ჩასადები დევს, იდეალური გათლილი 10 ფანქრით. მარცხენა მხარეს სამი, ძველი მოდელის თეთრი ტელეფონი ჩანს, რომლითაც როგორც ამბობენ რუსეთის პრეზიდენტი ეროვნულ და გლობალურ საკითხებს აგვარებს. უკანა მხარეს რუსეთის დროშაა გამოფენილი. არც ერთ ოთახს ფანჯარა არ გააჩნია, რაც კიდევ უფრო ართულებს პუტინის ადგილმდებარეობის დადგენის მცდელობას.

კარაკულოვის თქმით, პუტინის გუნდმა ეს ოთახები, სპეციალურად ისე დააპროექტა, რომ ვერავინ მიხვდეს, რომელ ადგილას იმყოფება პრეზიდენტი.

ხშირად ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციებში, რუსეთის პრეზიდენტის ყოფნის ადგილად მითითებული შეიძლება იყოს, ერთი კონკრეტული ქალაქი, მაშინ როდესაც სინამდვილეში ის სულ სხვაგან იმყოფებოდეს. უსაფრთხოების სამსახურიც სპეციალურად გზავნის თვითმფრინავს და ესკორტს ამ ქალაქში იმ მიზნით, რომ დამაჯერებელი ილუზია შექმნას.

"იყო დრო, როცა ზუსტად ვიცოდი, რომ ის სოჭში იყო. ტელევიზორი ჩართულია, ახალ ამბებში კი აჩვენებენ, თითქოს ის ნოვო-ოგარიოვოში ატარებს შეხვედრებს, ვეკითხები კოლეგას სოჭში – უკვე წავიდა? – არა, აქ არის, მპასუხობს იქ. ვფიქრობ, ეს არის მცდელობა, ჯერ ერთი უცხოური სპეცსამსახურები შეიყვანონ შეცდომაში და მერე – მკვლელობის მცდელობები აირიდონ თავიდან, გარდა ამის უსაფრთხოების სამსახური ამ ხრიკით ცდილობს, გაურკვევლობა შეიტანოს იმ ცნობებში თუ რუსეთის 11 დროის სარტყლიდან რომელში იმყოფება პუტინი ამჟამად" - იხსენებს კარაკულოვი.

ვლადიმერ პუტინი მუდმივად მკვლელობის შიშში ცხოვრობს და უკვე საკუთარ თანამშრომლებსაც აღარ ენდობა. სწორედ უკრაინული დრონების თავდასხმის შიშით დაანგრია მან სოჭში მდებარე თავისი საყვარელი სასახლე “ბოჩაროვ რუჩეი“ ,სატელიტის ფოტოებმა აჩვენა, რომ ძვირადღირებული რეზიდენციის ადგილას მხოლოდ ცარიელი ნაკვეთი დარჩა.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: