ავტორი:

"ბოლო საათებში ბაჩო ახალაიას გარშემო განვითარებული მოვლენები საინტერესოა ჩვენთვის" - რას აცხადებენ სუს-ში

"ბოლო საათებში ბაჩო ახალაიას გარშემო განვითარებული მოვლენები საინტერესოა ჩვენთვის" - რას აცხადებენ სუს-ში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უწყება "ჰექსოგენის” შემოტანის საქმეში ბაჩო ახალაიას შესაძლო მონაწილეობის საკითხს შეისწავლის.

აღნიშნულის შესახებ სუს-ში "ინტერპრენიუსს" განუცხადეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, შესაძლოა, საქართველოში "ჰექსოგენის" შემოტანის საქმეში ფიგურირებდეს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ბაჩანა ახალაია არ უხსენებია. თუმცა ბოლო საათებში მის გარშემო განვითარებული მოვლენები საინტერესოა ჩვენთვის და შესწავლის საგანს წარმოადგენს”, - აცხადებენ სუს-ში.

რაც აცხადებს ბაჩო ახალაია?

თავდაცვის ყოფილი მინისტრი "ტყუილსა და სიგიჟეს” უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის საქართველოში უკრაინიდან "ჰექსოგენის“ შემოტანის საქმეში ფიგურირებს.

როგორც ახალაიამ განაცხადა, მას უკრაინასთან შეხება არ ჰქონია."მთელი ისტორია გამაოგნებელი ტყუილია. აბსოლუტური სიგიჟეა. შავიშვილის ქუჩაზე ვიმყოფები სახლში, საიდანაც არ გავსულვარ როცა ჩამოვედით მას მერე, აქ ცხოვრობს ჩემი 13 წლის შვილი, მეტი რა გითხრათ. რა მაკეტი, რის მაკეტი? რა ლორთქიფანიძე? ასევე, თუ ვინმეს არ ჰქონია შეხება "ნაციონალური მოძრაობიდან“, უკრაინასთან, ეს მე ვარ. მაქვს ჩემი არგუმენტები რატომ არ მქონია - ჯერ ერთი 10 წელი [ციხეში] ვიჯექი და მესამე წელია გარეთ ვარ", - განაცხადა ახალაიამ "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.