ავტორი:

"48 წლის კაცი მოკლა, შემდეგ კი ცოლ-შვილის დახმარებით ცხედარი დაანაწევრა" - უმძიმესი დანაშაული აშშ-ში და 3 ბრალდებული: საქმის დეტალები

"48 წლის კაცი მოკლა, შემდეგ კი ცოლ-შვილის დახმარებით ცხედარი დაანაწევრა" - უმძიმესი დანაშაული აშშ-ში და 3 ბრალდებული: საქმის დეტალები

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ცნობით, ნიუ-ჯერსიში მცხოვრებმა კაცმა 48 წლის ჰაროლდ მილერი სასიკვდილოდ დაჭრა, შემდეგ კი ცოლ-შვილის დახმარებით ცხედარი დაანაწევრა.

კამდენის ოლქის პროკურატურის ცნობით, 41 წლის ევერტონ ტომასს, 41 წლის შერი პარკერს და მათ 22 წლის ვაჟს, დეშონ ტომასს, ბრალი წაუყენეს ჰაროლდ მილერის მკვლელობისთვის.

12 ივნისს, გამთენიისას, მილერი კამდენში, მეგობრის სახლში კარტს თამაშობდა. მობილური ტელეფონის მონაცემების თანახმად, სახლიდან გასვლის შემდეგ მილერი თომასის რეზიდენციაში შევიდა. გაურკვეველია, იცნობდა თუ არა ის ოჯახს.

პროკურორების მტკიცებით, ვიდეოკამერებმა აჩვენა, რომ მილერი შენობაში დაახლოებით 11:30 საათზე შევიდა - სროლის ხმა კი რამდენიმე წუთში გაისმა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო სროლის შემდეგ პარკერმა და დეშონმა ჯაჭვური ხერხი, კონტეინერები, ნაგვის პარკები და სხვა საწმენდი საშუალებები შეიძინეს.

პროკურატურის ცნობით, დამატებით ვიდეოჩანაწერში ჩანს, თუ როგორ ყრიან ევერტონი და მისი ვაჟი მძიმედ დატვირთულ ტომრებს ნაგვის კონტეინერებში. გამოცემის ცნობით, სროლიდან სამი დღის განმავლობაში, ევერტონი სახლში ოჯახთან ერთად მცხოვრებ ორ ადამიანს სარდაფში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.

20 ივნისს კამდენის პოლიციამ სახლის ჩხრეკა ჩაატარა, სადაც სისხლის ლაქები აღმოაჩინეს. მომდევნო დღეს, ევერტონმა კანადაში გაქცევა სცადა. ის ორშაბათს, ბუფალოს პორტში დააკავეს. ოჯახის სამივე წევრს 5 სექტემბერს ბრალი წაუყენეს. მილერის ცხედარი ჯერ არ არის ნაპოვნი.

წყარო