ავტორი:

თსუ-დან პარლამენტისკენ მიმავალი მარშის მონაწილეები კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეჩერდნენ - რა ვითარებაა ადგილზე?

თსუ-დან პარლამენტისკენ მიმავალი მარშის მონაწილეები კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეჩერდნენ - რა ვითარებაა ადგილზე?

რუსთაველის გამზირისკენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიმავალი მარში, „ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან დროებით შეჩერდა.

  • აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "მონებო", "რევოლუცია".

აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, წევრები და მოქალაქეები.

ადგილზე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.