ავტორი:

აფეთქება მადრიდში, ერთ-ერთ ბარში - არის მსხვერპლი, დაშავებულია 25 ადამიანი: რა მოხდა ესპანეთის დედაქალაქში? (ფოტოები)

აფეთქება მადრიდში, ერთ-ერთ ბარში - არის მსხვერპლი, დაშავებულია 25 ადამიანი: რა მოხდა ესპანეთის დედაქალაქში? (ფოტოები)

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, ერთ-ერთ ბარში აფეთქება მოხდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულია სულ მცირე - 25 ადამიანი.

• მადრიდის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, მეხანძრე- მაშველებმა ამ დროისთვის ერთი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.

Actualización #explosión Manuel Maroto.

A los 25 heridos hay que sumar una víctima mortal.

Se trata de un hombre localizado esta madrugada tras una nueva búsqueda de @BomberosMad junto a la unidad canina de @policia.

Una psicóloga de @SAMUR_PC atiende a los familiares. pic.twitter.com/fMYXHTs0ZM
— Emergencias Madrid (@EmergenciasMad) September 14, 2025

• რამ გამოიწვია აფეთქება?

მედიის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვაა. გაზეთ El Pais-ის ცნობით, მადრიდის საქალაქო საბჭოს სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა, კარლოს მარინმა, განმარტა, რომ ეს გაზის აფეთქება იყო, მაგრამ მათ ჯერ კიდევ არ შეუძლიათ დააკონკრეტონ, თუ რამ გამოიწვია გაზის გაჟონვა.

სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შენობის ნაწილი, სადაც ბარი იყო განთავსებული, ხლა ავარიულია და მიუხედავად იმისა, რომ ზედა სართულები არ დაზიანებულა, დაზიანებულია შენობაში შესასვლელი ტერიტორია ისე, რომ ჯერჯერობით მოსახლეობისთვის იქ შესვლა ფაქტობრივად, შეუძლებელია.